სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მტკნარი წყლები და მათი მნიშვნელობა ყოფა-ცხოვრებაში“ - საყულიის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა 
06-06-2024
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო პროექტი და აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლის ბიოლოგიის, გეოგრაფიისა და ქიმიის მასწავლებელთა ინიციატივით, მოსწავლეებთან ერთად, დაიგეგმა და განხორციელდა პროექტი თემაზე: „მტკნარი წყლები და მათი მნიშვნელობა ყოფა-ცხოვრებაში“.

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია მტკნარი წყლების  მნიშვნელობასა და მათ გამოყენებაზე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი სტუმრად ეწვივნენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მუხიანის სათავე ნაგებობას.

მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა საკუთარი თვალით ნახეს, როგორ იფილტრება წყალი და მიეწოდება მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ სოფლებსა და ქალაქ ქუთაისს.

პროექტის ხელმძღვანელები - კახა სვანაძე, თეონა გოდუაძე და თეონა აფრიდონიძე იყვნენ.

მსგავსი აქტივობები და პროექტები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს .

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება