| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეთა მხატვრული ლიტერატურითა და ზოგადად, წიგნის კითხვით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამის ნათელი დასტურია ისიც, რომ წიგნიერების დონის ამაღლებისა და ლიტერატურის შეყვარების ხელშეწყობის მიზნით, მასწავლებლებმა. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, მოსწავლეებს მათ მიერ შერჩეული წიგნები საჩუქრად გადასცეს. აღსანიშნავია, რომ მათზე სამახსოვრო წარწერებიც იყო განთავსებული.
როგორც სკოლაში ამბობენ, ახალი სასწავლო წლიდან, არდადეგებიდან დაბრუნების შემდეგ, მოსწავლეები წაკითხულს ერთმანეთს გაუზიარებენ და საჯაროდ კითხვის საღამოებს გამართავენ.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ დისკუსიები გაიმართება და ამას ერთჯერადი სახე არ ექნება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას