| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ მე-12 კლასის ორი მოსწავლისთვის საზეიმოდ დაირეკა.
მიუხედავად იმისა, რომ სკოლა მცირეკონტინგენტიანია, მის კედლებში მაინც უდიდესი სიხარული და ამავდროულად, სევდა იგრძნობოდა. რასაკვირველია, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა კურსდამთავრებულებისთვის ძალიან ემოციური და ამაღელვებელია.
მათ სასკოლო საზოგადოება უდიდესი სიყვარულითა და კეთილი სურვილებით დაემშვიდობა.
„ყველა მე-12 კლასელს გილოცავთ სკოლის დამთავრებას, წარმატებები ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების მეგზური!
სკოლა ამაყობს კურსდამთავრებულებით, ჩვენ შევძელით და ცხოვრების ახალ საფეხურზე გავუშვით ახალგაზრდები, რომლებიც თავისუფლად შეძლებენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაერთონ, მხარი აუბან ყველა სიახლეს, ამაყად დაძლიონ ცხოვრების გზაზე შემხვედრი პრობლემები.
არ ვემშვიდობებით, ვლოცავთ მომავალ გზაზე, რომელზეც დღეიდან შედგეს ფეხი“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას