სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მორიგი წარმატებით დაბრუნებულ ძალოსან ჯაბა ტყეშელაშვილს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს
05-06-2024
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მიღწევები საამაყო, დაფასებული და წახალისებულია. 

ახლახან, სკოლაში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს „მსოფლიოს ვიცე ჩემპიონს“ - მე-9გ კლასის მოსწავლე ჯაბა ტყეშელაშვილს.

აღსანიშნავია, რომ ძალოსანი ჯაბა ტყეშელაშვილი წარმატებული სპორტსმენი და არაერთი ტიტულის მფლობელია, მათ შორის, 102 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონია. 

დირექტორმა - ფაქიზო ფანჩულიძემ, დამრიგებელმა - სალომე ქობალიამ და მეგობრებმა საზეიმოდ მორთეს სკოლის ეზო, დაუგეს წითელი ხალიჩა და სიმბოლურად მოუსმინეს საქართველოს ჰიმნს.

შეხვედრას ესწრებოდნენ: სასწავლო ნაწილის გამგე დ.სილაგაძე, ისტორიის მასწავლებელი ფ.გიორხელიძე, ქართულ ენა/ლიტერატურის მასწავლებელი თ.გრიგოლია და მე-7 ა, მე-7ბ და მე-7გ კლასების მოსწავლეები. 

შეხვედრაზე ჯაბამ ისაუბრა მისი წარმატებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ის შეკრებილ საზოგადოებას შეჰპირდა და მომავალშიც არაერთხელ ასახელებს სკოლას.

„მომავალში მსოფლიო ჩემპიონობა აღგვითქვა. დამსწრე მოსწავლეებს კი მოუწოდა - შრომისკენ, რადგან მხოლოდ შრომას შეუძლია მიზნის ასრულება“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება