სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N169 საჯარო სკოლაში STEM ფესტივალი მოეწყო
31-05-2024
-
+


თბილისის N169 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა STEM განათლებას.

30 მაისს, სკოლაში მოეწყო STEM ფესტივალი, STEM საგნობრივი კათედრების და სკოლის რობოტიკა და კოდირების კლუბთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე სასკოლო საზოგადოებამ იხილა რობოტების შეჯიბრი, საბავშვო ელექტრონიკის აქტივობები, მოსწავლეების მიერ შექმნილი მარტივი მექანიკური მოწყობილობები, მექანიკური მანქანების შეჯიბრი - კონკურსი; 3D კალმით ხატვა და მოდელების შექმნა; ეკო კლუბის - ენერგოეფექტურობის კონკურსის გამარჯვებული გუნდის პროექტი - „ჭკვიანი კლასი“; საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კლუბი „ჩხირკედელას“ პროექტი -„პეპლები გვასწავლიან ფრენას“ და „რობოტი ხელი“. 

ასევე, ფესტივალზე წარდგენილი იყო ვიზუალურ პროგრამირებაში შექმნილი თამაშები და სხვა აქტივობები. 

აღსანიშნავია, რომ ფესტივალს სტუმრობდნენ: სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის  სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების განვითარების კოორდინატორი (კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით) სანდრო ასათიანი, მასწავლებლის სახლის ტრენერი, კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით და ექსპერტი დავით ნოზაძე.

აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა მაღალი შეფასება მისცეს მოსწავლეთა ნამუშევრებს.  წარმოდგენილი პროექტები დაათვალიერა და შეაფასა სკოლის დირექტორმა ნატო გაბოშვილმა,  მან მადლობა გადაუხადა სკოლის საინფორმაციო ტექნოლოგიების პედაგოგს ნანა ნოზაძეს - ფესტივალის ორგანიზებისთვის, დამთვალიერებლებს სტუმრობისთვის, მოსწავლეებს მონაწილეობისთვის  და  მათ  სამახსოვრო სერტიფიკატები გადასცა.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება