სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ონის მუნიციპალიტეტის 9 სკოლის მოსწავლეები ქართული ენისადმი მიძღვნილ მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
23-05-2024
-
+


ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის, ღარის, შეუბნის, პიპილეთის, სორის, ღების, სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის, გლოლისა და ჭიორის საჯარო სკოლებში მოტივირებული და მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ. 

ისინი, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ აქტივობაში ერთვებიან და მნიშვნელოვან თარიღებს აღნიშნავენ. გამონაკლისი არც დედაენის დღე ყოფილა. აღნიშნული სკოლების მოსწავლეები ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. 

მათ ქართულ ენას ხოტბა შეასხეს და იაკობ გოგებაშვილის ღვაწლზე ისაუბრეს. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

ფოტო: ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის - ნინო მეტრეველის facebook-ის გვერდი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება