| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, შულავერის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „თემიდასა“ და ეკოკლუბ „გამონათების“ წევრებმა, თვითმმართველობის წევრებთან ერთად, დედამიწის დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში, ჩაატარეს მრავალფეროვანი აქტივობები:
1. წინასწარ მოამზადეს ორმოები, მოიტანეს გაცრილი-დამუშავებული ნოყიერი მიწა და სკოლის ეზოში დარგეს 4 მუშმალასა და 5 ბლის ნერგი;
2. იმუშავეს ნარჩენების მართებულ მართვაზე: ძველი საბურავები, მშობელთა ჩართულობით დაჭრეს და მისცეს სასურველი ფორმა, შეღებეს და სკოლის ეზო გაალამაზეს, პლასტმასის ბოთლებისგან და სახურავებისგან მოამზადეს სხვადასხვა დეკორატიული ნივთები, გამოუყენებელი, ძველი სქოვლისგან შეკერეს ჩანთები;
3. სკოლის დირექტორთან და ტექპერსონალთან თანამშრომლობით, სკოლის ეზოს მაღალი ბალახით დაფარული ნაწილი მოაცელინეს, შეაგროვეს ბალახი და მოათავსეს კომპოსტირების ორმოში;
4. მე-5 კლასში გაიმართა ფილმის - „ერთი კაცის გაშენებული ტყე ინდოეთში“ ჩვენება-განხილვა.
5. მე-7 კლასში აღნიშნულ თემატიკაზე ჩაატარეს გაკვეთილი, წაიხიკეს ნაია ბლიაძის მოთხრობაც;
6. მოამზადეს თემატური ნახატები და პოსტერები;
7. 22 აპრილს კლუბის წევრებმა ნახატებითა და პოსტერებით ხელში მსვლელობა მოაწყვეს მარეთის თემში და თან სკანდირებდნენ: ერთად დავიცვათ დედამიწა, გავუფრთხილდეთ ჩვენს საერთო სახლს...
8. კვირეულის ბოლოს კლუბის, თვითმმართველობის წევრებმა თანატოლებთან ერთად წინასწარ მომზადებულ საყვავილეები და ჩარგეს შეძენილი თუ ოჯახებიდან მოტანილი ფერადი ყვავილები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კვირეული მეტად საინტერესოდ წარიმართა და გააერთიანა სასკოლო საზოგადოების დიდი ნაწილი.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას