| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბუნებრივ გარემოს, რომ მოვლა და მოფრთხილება სჭირდება წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობები მოეწყო. პატარებს უფროსკლასელებიც ეხმარებოდნენ, რისთვისაც სკოლაში მათ მადლობას უხდიან.
გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ ბუნებისმეტყველება/ ბიოლოგიის პედაგოგი თეა შაინიძე, რომელმაც ბავშვებს ეკოცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული არაერთი აქტივობა შესთავაზა.
„მოსწავლეები ჩაერთნენ სხვადასხვა აქტივობაში, რათა შეძლონ ინფორმაციის მიღება-დახარისხება და ჩამოუყალიბდეთ სწორი, მზრუნველობითი დამოკიდებულება ჩვენი პლანეტის მიმართ“,- გვეუბნება პედაგოგი და აქტივობების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას