სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თელავის N9 საჯარო სკოლისა და ავსტრიის ქალაქ გრაცის საგანმანათლებლო დაწესებულებების მეგობრობა და პარტნიორობა გრძელდება
13-05-2024
-
+


თელავის N9 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება შესთავაზონ, თანამშრომლობენ სხვადსხვა ქვეყნებთან და იზიარებენ მათ გამოცდილებას. 

აღსანიშნავია, რომ თელავის N9 საჯარო სკოლისა და ავსტრიის შტირიის მხარის ქალაქ გრაცის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მეგობრობა და პარტნიორობა გრძელდება. ამ მეგობრობას დიდი ხანია საფუძველი ჩაეყარა. ავსტრიის ქალაქ გრაცში მასწავლებელთა გაცვლით პროგრამამ, რომელიც 2024 წლის 21-14 აპრილს განხორციელდა და რომელმაც ახალი გეგმები და მიზნები დასახა.

ვიზიტის ფარგლებში, სკოლის დირექტორის მოადგილე, სასწავლო დარგში, თინათინ ჯავახიშვილი, შეხვდა შტირიის სამხარეო ადინისტრაციის წარმომადგენლებს განათლებისა და კულტურის მიმართულებით. შეხვედრის მიზანი მოსწავლეთა და მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების გაგრძელება იყო.

როგოც სკოლაში გვიყვებიან, სკოლის დირექტორებმა და სამხარეო ადმინისტრაციამ მზაობა გამოხატა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ასე, რომ გრაცის საგანმანათებლო დაწესებულებებსა და თელავის N9 საჯარო სკოლას შორის გაცვლითი პროგრამები გრძელდება და ახალ საფეხურზეც გადადის. გაცვლითი პროგრამები თელავის საჯარო სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებლებისათვის უფრო საინტერესო და ხელმისაწვდომი ხდება ქალაქ გრაცის სკოლებში, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში.

აღსანიშნავია, რომ დირექტორის მოადგილესთან ერთად გაცვლითი პროგრამების მონაწილეები იყვნენ სკოლის გერმანული ენის მასწვლებლები: ლელა იგრიაშვილი, ნინო თაგაური, ეკა ბაკურაძე და პროფესიული სასწავლებლის „აისის“ დირექტორი, ნუგზარ ძამუკაშვილი. მათ ვიზიტის ფარგლებში მოინახულეს ქალაქის სახელმწიფო და კერძო სკოლები, პროფესიული სასწავლებლები, სახელმწიფო და კერძო პედაგოგიური უნივერსიტეტები.

ქართული დელეგაცია დიდი ინტერესით გაეცნო კერძო პედაგოგიური უნივერსიტეტის კომპლექსს - ბაღიდან უნივერსიტეტამდე. მასწავლებლები დაესწრნენ გაკვეთილებს, გაეცნენ მათ პრაქტიკულ გამოცდილებას, მონიშნეს სკოლისთვის მისაღები სწავლების მეთოდები და სტრატეგიები.

სკოლაში მადლობას უხდიან თითოეულ ადამიანს თანამშრომლობისთვის.

„უდიდეს მადლობას ვუხდით ამ პროექტის ხელშემწყობებს და თანამდგომებს: ჩვენს თანამოქალაქეს, ქალბატონ მედეა დალაქიშვილს, ბატონებს დიტერ რიტცს, იოჰანეს ჰაზენჰუტელს, მანფრედ შტრიმიცას, დიტერ აიგნერს, ზიგმერ გრილეცს, ანა ჰოდლმიზცს.

გვიყვარხარ ჩვენო ძვირფასო მეგობრებო!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

2027 წლის აბიტურიენტებს ახალი გამოცდა ემატებათ - NAEC დეტალებზე 

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება