სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ შეფასდებიან დაწყებითი საფეხურის პედაგოგები - naec კრიტერიუმებს ასაჯაროებს
30-04-2024
-
+


2024 წლის ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I – IV კლასები),  ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI), მათემატიკა (I-VI),  ბუნებისმეტყველება (I-VI)  გამოცდების ტესტის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები მასწავლებელბისა და მსურველებისთვის. 

რა ფორმატის იქნება ტესტი, რომელ დავალებაში რამდენი ქულა დაეწერებათ და რაა კრიტერიუმებით შეფასდება აპლიკანტების ნაშრომი.

ტესტში წარმოდგენილია შემდეგი ფორმატის დავალებები:

• დავალებები არჩევითი პასუხებით;
• დავალებები ღია დაბოლოებით;
• შესაბამისობის დადგენა;
• თხზულება (ესე).

არჩევითპასუხებიან დავალებებში პირობასა თუ შეკითხვასთან ერთად სავარაუდო პასუხებიც არის მოცემული. დავალების შესრულება გულისხმობს ოთხი ან ხუთი სავარაუდო პასუხიდან ერთი სწორი პასუხის არჩევას.

თითოეული არჩევითპასუხებიანი დავალება 1 ქულით ფასდება.

დავალებები ღია დაბოლოებით მოითხოვს დასმულ შეკითხვაზე პასუხის ჩამოყალიბებას, საკუთარი მსჯელობის გამყარებას სათანადო არგუმენტებით. თითოეული ღიაბოლოიანი დავალება ფასდება სპეციალური სქემის მიხედვით. შესასრულებელი ნაბიჯების გათვალისწინებით, დავალება შეიძლება შეფასდეს 1, 2 ან მეტი ქულით.

შესაბამისობის დადგენის დავალებებში წარმოდგენილია მონაცემთა ორი სვეტი. ერთ სვეტში მოცემულია ე. წ. პირობა (მოვლენები, ფრაზები და ა. შ.), მეორეში კი - სავარაუდო პასუხები (ცნებები, ტერმინები და ა. შ.). დავალების შესრულება გულისხმობს ერთ სვეტში მოცემული ინფორმაციის მისადაგებას მეორე სვეტში მოცემულ ინფორმაციასთან. შესაბამისობის დადგენის თითოეული დავალება 1 ქულით ფასება.

თხზულებაში აპლიკანტმა უნდა წარმოაჩინოს საკუთარი პოზიცია, მოსაზრებები შემოთავაზებული საკითხის შესახებ, კონკრეტული არგუმენტებით დაასაბუთოს სათქმელი.

თხზულების მაქსიმალური ქულაა 9.

საგამოცდო ტესტის შეფასების კრიტერიუმები საგნისა და უფროსი სპეციალური პედაგოგობის მსურველებისთვის

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება