| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შმაგი კუპატაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის საჯარო სკოლაში პოეტთა მეფის - გალაკტიონ ტაბიძისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
საღამო, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების: ნინო ბუჭუხიშვილისა და ანა მიხელიძის, ხელმძღვანელობით მოეწყო, იგი მოიცავდა გალაკტიონის შემოქმედების, მის ბიოგრაფიის, ლექსების, ნაშრომებსა და დღიურების გაცოცხლებას.
ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ: გალაკტიონ ტაბიძის პოეზია იყო და დარჩება, როგორც განუმეორებელი მელოდია ქართული სულისა და როგორც ქართული სიტყვის უებრო მუსიკალური აღმაფრენა.
როგორც სკოლაში აფასებენ, ღონისძიება ძალიან კარგად იყო ორგანიზებული და ჩანდა მასწავლებელთა და მოსწავლეთა მიერ გაწეული დიდი შრომა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.
აღსანიშნავია, რომ სკოლის პედაგოგიური კოლექტივი მადლობას უხდის ღონისძიების ხელმძღვანელებსა და მოსწავლეებს ასეთი ლამაზი საღამოსთვის.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას