სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეებმა პლასტმასის ბოთლების შეგროვების კამპანია წამოიწყეს
26-04-2024
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ პედაგოგები მოსწავლეებს ბუნების მოვლასა და მოფრთხილებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. სწორედ ამიტომ, მათი ხელმძღვანელობით, სკოლაში, გარემოსდაცვითი პროექტები და აქტივობები იმართება.

მათ შორის იყო მე-8 ა კლასში ჩატარებული პროექტი - „დედამიწის დღე“.

პროექტი მერვეკლასელებმა და პედაგოგმა ეკატერინე ჩაჩიბაიამ, ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში განახორციელეს, რომლის პრეზენტაციაზე სკოლის მასწავლებლები მიიწვიეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანი იყო: მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება, მშობლიური ბუნებისადმი სიყვარულისა და მოვლა-პატრონობის, მზრუნველობის გაღვივება, აღზრდა, განვითარება, სკოლის ეზოს გამწვანებაზე ზრუნვა.

მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე შეაჯამეს მათი განხორციელებული პროექტი, ხაზი გაუსვეს დედამიწის დღის აღნიშვნის აქტუალობას, ისაუბრეს ეკოლოგიურ პრობლემებზე და მისი დაძლევის გზებზე, მოაწყვეს პლაკატებისა და სლოგანების პრეზენტაცია.

„ბავშვებმა, ასევე ხაზი გაუსვეს გარემოს დაცვის აუცილებლობას, გამოყენებული პლასტმასის ბოთლების გადამუშავებას, წყლის დაზოგვის შესაძლებლობის სამ ინიციატივას: Reduce- შემცირება, Reuse - ხელახლა გამოყენება, Recycle-რეციკლირება ანუ გადამუშავება.

აღსანიშნავია, ასევე, რომ დედამიწის დღესთან დაკავშირებით ყოველწლიურად, სკოლაში, სხვადასხვა თემაა წინ წამოწეული.

ამ წლის თემა სკოლაში გახლდათ „პლანეტა პოლიეთილენის, პლასტმასის წინააღმდეგ“. მერვეკლასელებმა საინტერესო ინიციატივა გააჟღერეს.  სათავეში ჩაუდგნენ პლასტმასის ბოთლების შეგროვების კამპანიას. 

მათი წამოწყებაა - შეაგროვონ პლასტმასის ბოთლები სახლიდან, ქუჩიდან, სკოლიდან  ჩააბარონ საწარმოს, რომელიც ახლახან გაიხსნა ზესტაფონში და მიღებული თანხა სკოლის ეზოს გამწვანებისათვის გამოიყენენონ.

მათ ტრადიციას არც წელს უღალატეს და  სკოლის ეზოს მწვანე ბინადრებს ორი მარადმწვანე მცენარე შემატეს.

„მადლობა მათ გარემოზე მუდმივი ზრუნვისათვის. წარმატებები ეკატერინე ჩაჩიბაიას და მის მოსწავლეებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება, რადგან კლიმატის ცვლილებები ყოველდღიურად უფრო და უფრო აშკარა ხდება. დედამიწის დღე საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი საერო სადღესასწაულო ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა კუთხეში ყოველწლიურად მილიარდზე მეტი ადამიანი აღნიშნავს. ეს დღე ატარებს იდეას, რომელიც ემსახურება გლობალური, ეროვნული თუ ადგილობრივი პოლიტიკის ცვლილებას პლანეტის სასიკეთოდ.               

„კავშირი, რომელიც ბუნებასთან, მცენარეებთან და მიწასთან გვაქვს, ჩვენი ჯანმრთელობისა და არსებობის განუყოფელი ნაწილია. დედამიწის დღე შეგვახსენებს, რომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე - იქნება ეს ნაგვის გაწმენდა, მეტი ხის დარგვა, გადამუშავება და გადაკეთება, თუ მწვანე სივრცეში გასეირნება. ჩვენი მოქმედებით შეგვიძლია დადებითი გავლება ვიქონიოთ ამ პროცესზე“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:                                                                                                                                     


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება