| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 და ქალაქ ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლების პედაგოგები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. სწორედ ამიტომ, მათ მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
აღნიშნულ სკოლებს შორის სხვადასხვა სახის კონკურსები წარმატებით იმართება.
ამჯერად, გორელოვკის N3 საჯარო და ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის IV – V კლასების მოსწავლეებს შორის, ინგლისურ ენაში ვიქტორინა ჩატარდა.
„ვიქტორინაში წარმოდგენილი იყო 10 სააზროვნო და სახალისო კითხვა, სადაც მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა წარმოეჩინათ თავიანთი ცოდნა“, - გვიყვებიან სკოლაში.
აღნიშნულმა აქტივობამ მოსწავლეებს მისცა მოტივაცია. ისინი, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ამ დღისთვის ენთუზიაზმით ემზადებოდნონ - გაიმეორეს განვლილი მასალა, როგორც ლექსიკა, ასევე გრამატიკა.
ბოლოს, გამოვლინდა გამარჯვებული მოსწავლე, რომელსაც გადაეცა სიგელი და საჩუქარი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას