| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 და ქალაქ ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლებში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.
ამჯერად, გორელოვკის N3 საჯარო სკოლისა ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებს შორის გაიმართა შეჯიბრი ანბანისა და სიტყვების ცოდნაში.
კონკურსს ჰყავდა ორი გამარჯვებული, რომელთაც გადაეცათ საჩუქრები და სიგელები.
ორივე კონკურსი თამაშის სახით ჩატარდა. სიტყვების ცოდნის გამოსავლენად მოსწავლეებმა ითამაშეს სამაგიდო თამაში, ლოტო. მოსწავლეებს დაურიგდათ ბარათები, სადაც 12 ფოტო იყო გამოსახული. მათ უნდა ამოეღოთ სათითაოდ სხვადასხვა სიტყვა, რომელსაც იპოვნიდნენ თავიანთ ბარათებში. ის მოსწავლე, რომელმაც პირველმა შეავსო ყველა ბარათი გახდა გამარჯვებული.
ანბანის ცოდნის გამოსავლენად კი მოსწავლეებმა ითამაშეს „ბინგო“. ის მოსწავლე, რომელმაც ყველაზე სწრაფად და სწორად გადახაზა ასოები ვერტიკალურად, დიაგონალურად ან ჰორიზონტალურად, გახდა გამარჯვებული.
აღნიშნული კონკურსები მოსწავლეთათვის ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა.
სკოლაში პედაგოგებს: თამუნა ჩარკვიანსა და ნატო ვანაძეს მადლობას უხდიან აღნიშნული კონკურსებისთვის.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას