| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალციხის N7 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციისა და განწყობის ამაღლების მიზნით, სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ საინტერესო აქტივობას, ღონისძიებას სთავაზობენ.
მათ შორის იყო დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
აღნიშნული ღონისძიება, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეთა ავადბისა და ცუდი დასწრების გამო, სკოლაში, მოგვიანებით გაიმართა.
ზეიმზე, ბავშვებმა აღმზრდელებთან ერთად, წარადგინეს სხვადასხვა მინიატურა იაკობ გოგებაშვილის შემოქმედებიდან. მათ, ასევე შეასრულეს სიმღერები, წაიკითხეს ლექსები და გამოცანები.
აქტივობებში ისინი დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი.
ღონისძიება ემოციურად დატვირთული და სანახაობრივი გამოვიდა.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ