სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბოდბისხევის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე ორიგინალურად აღინიშნა
26-04-2024
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე ორიგინალურად აღინიშნა.

22 აპრილის დილა, როგორც სკოლაში გვიყვებიან კვლავ უჩვეულოდ დაიწყო. V კლასის მოსწავლეებმა, რომელთა დამრიგებელი მ.ალხანაშვილი გახლავთ, რადიო გადაცემის - „ჩემი ხმა ყველას“ საშუალებით, სკოლის ეზოში შეკრებილ მოსწავლეებს შეახსენეს, რომ ჩვენ საერთო სახლი გვაქვს, რომ ამ სახლს დედამიწა ჰქვია და მას მოფრთხილება და შველა სჭირდება.

გადაცემის წამყვანებმა საინტერესო ინფორმაციასთან ერთად გააჟღერეს მოწოდებები: „ერთი საათი გამოვრთოთ ელექტროენერგია და დავასვენოთ დედამიწა!“ „ერთი დღე ავტომობილის გარეშე!“ „ერთად გადავავლოთ თვალი დედამიწის სარჩელს და ერთად ვიზრუნოთ მასზე!“

აღსანიშნავია, რომ VIII კლასის მოსწავლე გაგა გოჩიტაშვილი, ამ დღეს, საკუთარი ლექსით მოეფერა დედამიწას. 

გადაცემის ბოლოს V კლასელებმა პედაგოგებს გადასცეს მშობლების დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა ხელჩანთები.

„24 აპრილს V კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლის მ.ალხანაშვილის ხელმძღვანელობით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით ისევ გააგრძელეს ეს დღე დედამიწის მოფერებით და დასუფთავებით სლოგანით „ყველა დღე დედამიწისა“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის მახლობლად არსებული ნაძვების ტყე-პარკი. გასვლით ღონისძიებას შემეცნებითი ხასიათი ჰქონდა. დასუფთავების დროს მოსწავლეები ცდილობდნენ ნარჩენების ერთმანეთისგან გარჩევას, რომელი დააბინძურებდა გარემოს და რომელი იქნებოდა ბუნებრივი სასუქი.

„მადლობას ვუხდით V კლასის მოსწავლეებს ამ საინტერესო ინიციატივისთვის და აქტივობისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება