| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აფხაზეთის N15 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლაში, ინგლისელი დრამატურგისა და პოეტის, მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული წარმომადგენლის უილიამ შექსპირის 460-ე დაბადების დღე აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერები, წაიკითხეს შექსპირის სონეტები, ისაუბრეს მის ტრაგედიებსა და კომედიებზე,
ბავშვებმა, ასევე განიხილეს დრამების მიხედვით შექმნილი ფილმები.
აქტივობის ფინალური ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, რომელშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ.
ღონისძიების ხელმძღვანელი პედაგოგი ეკა დემურია გახლდათ.
მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას