სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჯიხანჯურის საჯარო სკოლის პატარა გარემოსდამცველები და მათი თვალით დანახული სამყარო 
26-04-2024
-
+


ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობა კარგად ესმით, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. 

რა თქმა უნდა, სკოლაში აღინიშნა დედამიწის დღე - გარემოსდაცვითი დღესასწაული, რომლის მიზანი, სწორედ გარემოს დაცვის მხარდაჭერაა. 

ჯიხანჯურის საჯარო სკოლის პატარა მერცხლებმა - 1-ელიბ და მე-4ბ კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ რუსუდან სურმანიძის ხელმძღვანელობით, ხელოვნების გაკვეთილზე დედამიწის დღე განსხვავებული სიყვარულით აღნიშნეს. ბავშვებმა თავისებურად გამოხატეს დედამიწის სიყვარული და წარმოადგინეს ნახატები, სადაც იკითხებოდა მათი თვალით დანახული სამყარო.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პატარებს ეს დღე არასოდეს დაავიწყდებათ. 

„მადლობა ხელოვნების მასწავლებელს - ქალბატონ რუსუდან სურმანიძეს პატარებისთვის დედამიწისადმი სიყვარულის ჩანერგვისათვის, მადლობა სკოლის დირექტორს - ბატონ მიხეილ ხალვაშს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებზე ზრუნვისა და ხელშეწყობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

22 აპრილს მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. ამ დღეს მთელ მსოფლიოში გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები იმართება. დედამიწის დღე 1990 წლიდან საქართველოშიც აღინიშნება და მთელი ქვეყნის მასშტაბით დასუფთავებისა და გამწვანების აქციები იგეგმება.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება