| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა.
ამის დასტურია ისიც, რომ სკოლა დედამიწის დღის აღნიშვნას აქტიურად შეუერთდა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო გარემოსდაცვითი ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ.
ღონისძიებას უძღვებოდა პედაგოგი ციალა ქაჯაია-გიორხელიძე.
ბავშვებმა ამ დღის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, მათ შესახებ ისაუბრეს, ერთმანეთს ცოდნა გაუზიარეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ გარემოს მოფრთხილება ყველა ადამიანის მოვალეობაა.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას