| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურება.
ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, ცხენთაროს საჯარო სკოლაში მოეწყო კალიგრაფიის კონკურსი როგორც დაწყებით, ისე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს შორის.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა კონკურსში მონაწილეობის დიდი სურვილი და ინტერესი გამოთქვეს. მოწაფეებმა კონკურსის ფარგლებში საინტერესო კალიგრაფიული ნამუშევრები შექმნეს და შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს.
ნაშრომები შეაფასა კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში მოსწავლეებიც შედიოდნენ, ყველა საფეხურზე გამოვლინდა პირველი, მეორე და მესამე ადგილოსანი მოწაფე.
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიგელებით.
„აღნიშნულმა ღონისძიებამ მოსწავლეებში გაზარდა მოტივაცია, რათა წერონ უფრო ლამაზად და დახვეწილად და დაიცვან ჩვენი უნიკალური დამწერლობა“,- გვეუბნებიან სკოლაში და კალიგრაფიისა და ხელით წერის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას