| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა დედამიწის დღე.
ამ დღის აღსანიშნავად, სხვადასხვა აქტივობები მოაწყვეს მოსწავლეებმა. შექმნეს მრავალეროვანი პოსტერები, ნახატები, ასევე დარგეს მცენარეთა ნერგები, მოამზადეს და წარადგინეს შემეცნებითი ხასიათის პრეზენტაციები და კიდევ ერთხელ გაიაზრეს ამ დღის მნიშვნელობა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა შექმნეს საინფორმაციო ბროშურები და საზოგადოების ეკოცნობიერების ამაღლების მიზნით სკოლასა და თემში დაარიგეს.
აღსანიშნავია, რომ დედამიწის დღეს მიეძღვნა საგაკვეთილო პროცესებიც, როგორც საკლასო ოთახებში, ასევე გარე საგანმანათლებლო სივრცეში.
მოსწავლეებმა ასევე შექმნეს ქუჩის მაკეტი, რომელიც ნათლად ასახავს ბუნებაში ადამიანის უხეში ჩარევის შედეგებს.
უფროსკლასელებმა დაამზადეს ინგლისურენოვანი რუკა, რომელიც გვახსენებს - როგორ დავიცვათ და მოვუაროთ დედამიწას.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მრავალფეროვან აქტივობებს შორის იყო გასვლითი ღონისძიება მეგობარ სკოლებთან ერთად ახალშენის საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეებმა სხვადასხვა სპორტული და მუსიკალური აქტივობები შეასრულეს. გააკეთეს ერთობლივი პოსტერები, მოხატეს ასფალტი და ბოლოს, სკოლის ხელმძღვანელის ინიციატივით მოწვეული „მოძრავი პლანეტარიუმის“, გუმბათის ქვეშ იხილეს საგანმამათლებლო ფილმი კოსმოსზე და მზის სისტემაზე.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ