სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვეფხისტყაოსანი“ ეპოქალური მნიშვნელობის ძეგლი“ - საინტერესო მუნიკონფერენცია ღვანკითის საჯარო სკოლაში
24-04-2024
-
+


გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა ჩართულობით არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება, რომელიც მიზანმიმართულია მოსწავლეთათვის საჭირო უნარების განვითარებისა და მათი სასწავლო პროცესში აქტიური ჩართულობისკენ

სწორედ ამ მიზნით, 5 აპრილს, მე-10 კლასის ბაზაზე ჩატარდა მინი კონფერენცია თემაზე - „ვეფხისტყაოსანი ეპოქალური მნიშვნელობის ძეგლი“.

კონფერენციაზე, მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები განიხილეს მნიშვნელოვანი თემები, ისაუბრეს პოემის პერსონაჟებზე, წარმოაჩინეს ვეფხისტყაოსნის აქტუალობა და კავშირი დღევანდელობასთან. ასევე, მკაფიოდ გაშუქდა ვეფხისტყაოსანი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ღირებულება და ეპოქალური მნიშვნელობის ძეგლი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონფერენციის მონაწილეთათვის ნათელი გახდა, რატომაც ბრძანებდა დიდი ილია: „ჩვენ, ქართველებს, სამართლიანად მოგვაქვს თავი, რომ ეს დიდებული პოემა, შექმნილი ჩვენის ერის დიდებულების დროსა, ჩვენს ენაზედ და ჩვენის კაცისაგან დაწერილა. დიდი და პატარა, არა სასახლე და ქოხი, ასე ერთნაირად და ერთპირად შეჰხაროდა და შეჰხარის დღესაც, როგორც დიდს რასმე საუნჯესა, საშვილიშვილო, საპატიოსა და ამ რვა საუკუნის განმავლობაში არდაჭკნობილსაარგაბათილებულსაარდავიწყებულსა“. 

აღსანიშნავია, რომ კონფერენციას ესწრებოდნენ სკოლის დირექციის წამომადგენლები: ინგა ჯალიაშვილი და ნანა ტყემალაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წარმომადგენლები: მადიმი დოლაკიძე და მარინა ბუსკივაძე, კონფერენციას სტუმრობდნენ პედაგოგები: დარეჯან სვანიძე და დარინა ჭანტურიძე, ასევე მშობლები: ანა ობოლაძე და რიტა მოსერიძე.

კონფერენციას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ქეთევან დადუნადვილი.

ღვანკითის საჯარო სკოლის მეათე კლასი მადლობას უხდის ყველა სტუმარს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება