| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში STEAM სწავლებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, STEAM არის ინტერდისციპლინური, პრაქტიკული სწავლების მიდგომა. STEAM განათლება აძლევს მოსწავლეებს საშუალებას ექსპერიმენტებში მიიღონ მონაწილეობა და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გამოიტანონ დასკვნები.
ამჯერად, სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრაზე განხორციელდა STEAM პროექტი, რომლის ფარგლებში დაიგეგმა ექსპერიმენტები ქიმიის, ბიოლოგიისა და ფიზიკის მასწავლებლების მიერ, მოსწავლეებმა კი მათ ჩატარებასა და თეორიულად ახსნას თავი ძალიან კარგად გაართვეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის მე-5 - მე-6 კლასების მოსწავლეები, მათი მშობლები, მასწავლებლები, ქალაქ ქუთაისის კულტურულ -სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი მაყვალა ქობულაძე, ასევე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მადონა სამხარაძე.
სკოლაში სტუმრად იყო მიწვეული ამავე სკოლის კურსდამთავრებული, ქუთაისის N19 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი, კლუბ „ცეცხლოვანი ქიმიკოსების“ კურატორი ნინო ბენიძე, რომელმაც ექსპერიმენტების მიმდინარეობა უფრო სანახაობრივი და მრავალფეროვანი გახადა.
სკოლაში გააზრებული აქვთ, რომ მსგავსი ექსპერიმენტები დაუვიწყარია, როგორც სწავლების მხრივ, ასევე ემოციურად, მოსწავლეები ვერ მალავდნენ აღფრთოვანებასა და ინტერესს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ