სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს საგანმანათლებლო ღონისძიება მიეძღვნა
18-04-2024
-
+


14 აპრილი საქართველოში ქართული ენის დაცვის, დედაენის დღეა, რომელიც საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა ქალაქ ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში.

ამ დღესთან დაკავშირებით, დაწყებითი კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ნათელა იობიძემ სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის ჩაატარა პრეზენტაცია - „14 აპრილი, დედაენის დღე“.

მასწავლებელმა ისაუბრა დედაენის მნიშვნელობასა და ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობაზე. მან მოსწავლეებს გაახსენა საქართველოში სპარსული ბატონობის პერიოდი, როდესაც ქართული კულტურის მოღვაწეები თავგამოდებით იბრძოდნენ სპარსული ენის გავლენის წინააღმდეგ.

„საქართველოსთვის განსაკუთრებით მწვავე საბჭოთა რეჟიმი იყო, როდესაც რუსული ენა გავრცელდა განათლებაში, მედიასა და სამთავრობო დაწესებულებებში, დაარსდა რუსულენოვანი სკოლები, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა მისი გავლენა.

ქართველებისათვის  ენა არ არის  მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება, იგი ღრმად არის გადაჯაჭვული ქართულ თვითშეგნებასთან, კულტურასთან, ტრადიციებთან, სწორედ ამიტომ, საუკუნეების განმავლობაში დამპყრობთა ენისა და კულტურის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა არ ნელდებოდა“, - აღიშნავენ სკოლაში.

ქართული ენის მშვენიერებისადმი პატივისცემის ნიშნად, სახვითი ხელოვნების მასწავლებლის - ნატალია გორდაძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა ერთობლივად შექმნეს ქართული ორნამენტული ხელნაწერი. მათ გადაწერეს მუხრან მაჭავარიანის ცნობილი ლექსი „ენა ქართული“.

„ამ ტიპის აქტივობები ხაზს უსვამს ენის სილამაზესა და მნიშვნელობას“, - დასძენენ სკოლაში.

დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ჟესტური ენის მასწავლებლის - ნინო გვილავას ჩართულობით, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, ტრადიციულად, წაიკითხეს ლექსები დედაენაზე.

„ჟესტურ ენაზე ლექსების წაკითხვა სმენის პრობლემის მქონე მოსწავლეებს აზიარებს პოეზიის სამყაროს, ამდიდრებს მათ საგანმანათლებლო და კულტურულ გამოცდილებას, აუმჯობესებს ენის განვითარებას, ემოციურ გამოხატვასა და კომუნიკაციის უნარებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელს უწყობს იდენტობისა და გამოხატვის პოზიტიურ გრძნობას“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია

ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა

ლიმონათსა და სასმელ წყალში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება