სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ველევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის მოვლენები გაიხსენეს და თავისუფლებისთვის მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგეს
11-04-2024
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან ისტორიულ თარიღს - 9 აპრილს აქტივობა მიეძღვნა.

მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა 9 აპრილის მოვლენები გაიხსენეს და თავისუფლებისთვის მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მოსწავლეებმა სკოლაში არსებული 9 აპრილის სტენდი ყვავილებით შეამკეს, გულდასმით დაათვალიერეს 9 აპრილისადმი მიძღვნილი ალბომები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა, მასწავლებლებთან ერთად, კიდევ ერთხელ გაიაზრეს, რომ თავისუფლება ისე არ მოდის და რომ ვალდებულნი ვართ, მუდამ გვახსოვდეს ის ადამიანები, ვინც ჩვენი ქვეყანა დღემდე მოიყვანა.

„9 აპრილი ჩვენი ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვანი თარიღია, იგი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ირგვლივ გვაერთიანებს და გვახსენებს გმირებს, რომლებიც შეეწირნენ თავისუფლებისათვის ბრძოლას. დღეს, როცა ჯერ კიდევ მისაღწევი გვაქვს ტერიტორიული მთლიანობა და სრული თავისუფლება, საჭიროა სწორად გავიაზროთ წარსული და შევქმნათ ღირსეული მომავალი“,- წერს ისტორიის მასწავლებელი თეონა მაცაბერიძე.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება