სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოხალისეთა კლუბის წევრები მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრს ესტუმრნენ
10-04-2024
-
+


ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოხალისეთა კლუბი სხვადასხვა საინტერესო და საქველმოქმედო აქციაში დიდი ენთუზიაზმით ერთვება. ამჯერად, მოხალისეობრივი ინიციატივების მცირე საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის - „იმოხალისევე ცვლილებებისთვის“ ფარგლებში მორიგი აქტივობა განხორციელდა.

ამჯერად, მოხალისეთა კლუბის წევრები ქუთაისის „World Vision -ის“ მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრს ეწვივნენ და ბენეფიციარებს პირველადი დახმარების შესახებ მიღებული ცოდნა გაუზიარეს.

პრეზენტატორმა, მე-9 კლასელმა - ვაჟა გაბუნიამ პრეზენტაციის წარდგენისას ხაზგასმით აღნიშნა იმ აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარების აუცილებლობა, რომელიც კრიზისულ სიტუაციაში ჩავარდნილ ადამიანს მყისიერ დახმარებას გაუწევს.

ტრენინგის შემდეგ ბავშვებმა ერთად დრო ძალიან მხიარულად და აქტიურად გაატარეს.

„ეს დღე არასდროს დამავიწყდება“, - როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ასე გამოხატა 16 წლის მარიამმა თავისი დამოკიდებულება მოხალისეობრივი საქმიანობის მიმართ.

მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს საჭირო ცოდნა, გამოცდილება მიიღეს, რაც აუცილებლად გამოადგებათ.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

პიროვნება
სკოლები

შეჯიბრი ძალიან საინტერესოდ წარიმართა

სკოლაში ამაყობენ მოსწავლეთა წარმატებით და მათ ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

ღონისძიება სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობით წარიმართა

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება