სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭობარეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
10-04-2024
-
+


ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა.

მოსწავლეებმა: სალომე ივანიძემ, ნანუკა ივანიძემ, მარიამ გვირჯიშვილმა, ვლადიმერ გვირჯიშვილმა,  9 აპრილის შესახებ, ამ დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ხოლო შალვა გვირჯიშვილმა, ნიკოლოზ ივანიძემ, ხათო გვირჯიშვილმა, სანდრა გვირჯიშვილმა, ნინო გვირჯიშვილმა,მაგდა გვირჯიშვილმა, რუსუდან ჯვარიძემ ლექსები წაიკითხეს 9 აპრილზე.

ღონისძისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა სიმღერა - „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“.

„სასანთლეში იღვენთებოდა 21 სანთელი, შემდეგ ბავშვებთან ერთად ეკლესიაში წავედით და უფალს შევავედრეთ ოცდაერთი გმირის სამშობლოს თავისუფლებას შეწირული სული“, - გვიყვება პედაგოგი ლამზირა მამულაიძე.

ეს დღე ძალიან ემოციური იყო თითოეული მოსწავლისა და პედაგოგისთვის.

სკოლის პედაგოგი ლამზირა მამულაიძე, დირექტორს - მარინა ჯვარიძესა და მასწავლებელ რუსუდან ზედგენიძეს გვერდით დგომისთვის მადლობას უხდის. ასევე, მადლობას უხდის, ბავშვებს, მშობლებს აქტიურობისთვის და დამსწრე საზოგადოებას.

„ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი! ამ აქტივობის მიზანი იყო მომავალ თაობებსაც ახსოვდეთ ვინ გვაჩუქა თავისუფლება. დიდება გმირებს! არასოდეს ეტკინოს ჩვენს სამშობლოს, გამთლიანდეს და გაბრწყინდეს!“, - აღნიშნავს პედაგოგი ლამზირა მამულაიძე.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება