სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დღე ტკივილისა და დღე გამარჯვებისა“  -  ხიზაბავრის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს ემოციური ღონისძიება მიეძღვნა
10-04-2024
-
+


ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილი გაიხსენეს. 

მოსწავლეები სლოგანის - „9 აპრილი დღე ტკივილისა და დღე გამარჯვებისა“ გარშემო გაერთიანდნენ და ამ მნიშვნელოვან, ისტორიულ დღეს ემოციური ღონისძიება მიუძღვნეს.

ღონისძიების ორგანიზატორი საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელი ლ.მურადაშვილი და მუსიკის მასწავლებელი გახლდათ.

ღონისძიება გახსნა ისტორიის პედაგოგმა - გ.ქუქჩიშვილმა, რომელმაც ისაუბრა 9 აპრილის მიზეზებსა და შედეგებზე.

მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობით დატვირთეს დღე. მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია, სადაც გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება ამ მნიშვნელოვანი დღისადმი, ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა სიმღერა „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“. სიმღერის მომზადებაზე იზრუნა მუსიკის პედაგოგმა - ნანა დათაშვილმა. 

ეს დღე ძალიან ემოციური და დაუვიწყარი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

პიროვნება
სკოლები

შეჯიბრი ძალიან საინტერესოდ წარიმართა

სკოლაში ამაყობენ მოსწავლეთა წარმატებით და მათ ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

ღონისძიება სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობით წარიმართა

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება