| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ბუნების დაცვასა და მოფრთხილებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. სწორედ ამიტომ, სკოლაში ბავშვების ჩართულობით, საინტერესო, გარემოსდაცვითი აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლის მე-2 კლასელებმა პედაგოგ ნანა მამარდაშვილის ხელმძღვანელობით, კომპლექსურ დავალებაზე თემით: „მწვანე მაშველები“ იმუშავეს. მოსწავლეებმა თემატური პოსტერები, ნახატები შექმნეს, სადაც შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
ბავშვებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბუნებაზე ზრუნვა. მათ საზოგადოებაში ეკოცნობიერების დონის ამაღლების საქმეში თავიანთი წვლილი შეიტანეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
შეჯიბრი ძალიან საინტერესოდ წარიმართა
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას