სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები რეგიონალურ კონფერენციაზე საინტერესო თემებით წარდგნენ
10-04-2024
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით კონკურსში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, ისინი მოსწავლეთა II რეგიონალურ კონფერენციაში - „მუზეუმის როლი განათლებაში“ მონაწილეობდნენ.

მოსწავლეთა კონფერენციას 5-6-7 აპრილს აჭარის მუზეუმი მასპინძლობდა.

კონფერენციაზე მოსწავლეებმა კვლევითი ნაშრომები და საინტერესო თემები წარადგინეს, რომლებმაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

კონფერენციაში 184 მოსწავლე მონაწილეობდა. მოსწავლეებსა და პედაგოგებს სერტიფიკატები გადაეცათ.

მოსწავლეები კონფერენიაზე შემდეგი თემებით წარდგნენ:

  • ნინი მიქელაძე და ალინა ყურშუბაძე - ( VII კლასი) თემა: ძველი ბერძნული კერამიკა, საგანი- სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მასწავლებელი- ვენერა აბუსერიძე;
  • საბა ცეცხლაძე ( XII კლასი) , თემა: „რკინის მეტალურგია სოფელ ჩაისუბანში“, საგანი - ისტორია, მასწავლებელი-ირმა რიონიძე;
  • ნიკა მოფინაძე (XI კლასი) , თემა- „კალმარიდან რაკეტამდე“, საგანი ფიზიკა, მასწავლებელი- ხათუნა უსტიაშვილი;
  • ლიკა ჭაღალიძე (XI კლასი) , თემა - „გადავარჩინოთ გარემო მავნე ნარჩენებისგან“,  საგანი სამოქალაქო განათლება, მასწავლებელი თამილა რიონიძე;
  • ლიკა ჭაღალიძე და ლიკა ბერიძე (XI კლასი), თემა-  „შაქრიანი დიაბეტის და მემკვიდრების თავისებურებანი“,  საგანი ბიოლოგია, მასწავლებელი- მანანა ლემსაძე;
  • ავთანდილ ჭურკვეიძე (XI კლასი ) თემა: „ჩემი სოფლის ტურისტული პოტენციალი“,  საგანი: გეოგრაფია, მასწავლებელი- ომარ გოგიტიძე;
  • ავთანდილ ჭურკვეიძე ( XI კლასი) , თემა: „საქორწინო ტრადიციები“, საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა მასწავლებელი - ნატალია შოთაძე;
  • ანანო კონცელიძე (VIII კლასი), თემა: „ოტია იოსელიანის ცხოვრება და შემოქმედება“, საგანი ქართული ენა და ლიტერატურა, მასწავლებელი - ნატალია შოთაძე;
  • საბა მოფინაძე (XI კლასი), თემა: „ქართული და ევრიპული რომანტიზმი“, მასწავლებელი ნატალია შოთაძე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონფერენციის უმთავრესი მიზანია მუზეუმის საქმიანობის პოპულარიაზაციასთან ერთად, ახალგაზრდების სამუზეუმო ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდა, მოსწავლეების დარგობრივი მიმართულებებით კომპეტენტურ ექსპერტებთან ურთიერთობის განმტკიცება და მათ შორის მტკიცე საკომუნიკაციო არხების ჩამოყალიბება წარმოადგენს.

ღონისძიება აჭარის მუზეუმის ეგიდით განხორციელდა და იგი სამომავლოდაც გაგრძელდება.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისა და გაწეული შრომისთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

პიროვნება
სკოლები

შეჯიბრი ძალიან საინტერესოდ წარიმართა

სკოლაში ამაყობენ მოსწავლეთა წარმატებით და მათ ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

ღონისძიება სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობით წარიმართა

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება