სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩხორიის  საჯარო სკოლაში საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია გაიმართა
10-04-2024
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია მოეწყო. 

კონფერენცია, 29 მარტს, eTwinning პროექტის - „კლიმატის ცვლილება და მისი პრევენციები“, ფარგლებში ჩატარდა. მოსწავლეებმა დაამუშავეს თემები მდგრადი განვითარების მე-13 მიზანზე, გაიაზრეს მისი არსი და მნიშვნელობა. 

კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება კლიმატის ცვლილებებისა და მისი შედეგების შესახებ, კლიმატის ცვლილებების შედეგების გააზრება და  ერთობლივად პრობლემების გადაჭრის გზების ძიება.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში მონაწილეობდნენ თურქეთისა საქართველოს სკოლის მოსწავლეები.

სკოლა გვაცნობს, კონფერენციაში მონაწილე სკოლებს:

თურქეთი:

  • 50. Yıl Ahmet Merter İlkokulu Güngören -  ხელმძღვანელები: ფატმა საჰინი და ოზგუნ საჰინი. 
საქართველო:

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლა (მასწავლებლები: ლულა ხვიჩავა,ირინა სოსელია, ნინო ჯოჯუა, მზია ქარდავა);
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლა (მასწავლებელი: მაკა თოლორდავა);
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის N1 საჯარო სკოლა (მასწავლებელი: მაკა თოლორდავა);
  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის N1 საჯარო სკოლა (მასწავლებლები: რიმა ჯანჯღავა, მანანა ქარდავა, ლელა ჯღამაია). 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს, ესენი გახლდათ:

თურქეთი: 

  • სერრა და სეუდა - მდგრადი განვითარების მე-13 მიზანი- სკოლა--50. Yıl Ahmet Merter İlkokulu  Güngören- მასწავლებელი: ფატმა საჰინი;
  • ალპარსლანი და აიშეგული - კლიმატის ცვლილება - სკოლა-50. Yıl Ahmet Merter İlkokulu  Güngören-- /მასწავლებელი: ოზგუნ  საჰინი.
საქართველო: 

  • ნინო არდია -კლიმატის ცვლილება და მოდის ინდუსტრია - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლა, მასწავლებელი:ლულა ხვიჩავა;
  • გვანცა გერგედავა - კლიმატის ცვლილების დაძლევა - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლა, მასწავლებელი: ლულა ხვიჩავა;
  • გიგი შუკვანი - პრობლემები და გადაწყვეტილებები - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლა, მასწავლებელი: ლულა ხვიჩავა;
  • მარიამ გობეჩია - კლიმატის ცვლილება-დაძლევა - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლა, მასწავლებელი: ირინა სოსელია;
  • ნინი ჯინჯოლავა - ადამიანის გავლენა კლიმატის ცვლილებაზე - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლა, მასწავლებელი: მზია ქარდავა;
  • თამარ როგავა - კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლა, მასწავლებელი: ნინო ჯოჯუა;
  • ანანო იზორია - მდგრადი განვითარების მე-13 მიზანი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის  საჯარო სკოლა, მასწავლებელი: მაკა თოლორდავა;
  • სესილი წკადუა და სოფია ჭანტურია - სტიქიური უბედურებები საქართველოში - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის N1 საჯარო სკოლა, მასწავლებელი: მანანა ქარდავა;
  • ნიკა ფიფია, ბექა ქანთარია, ლიზი მატუა, ქრისტინა ქარდავა - კლიმატის ცვლილების პრევენცია და ბუნებრივი საფრთხის რისკის შემცირება - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის N1 საჯარო სკოლა, მასწავლებელი: რიმა ჯანჯღავა;
  • თამარ მანია - კლიმატის ცვლილება - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის  N1 საჯარო სკოლა, მასწავლებელი: ლელა ჯღამაია. 

აღსანიშნავია, რომ ჩხორიის საჯარო სკოლა უკვე მეექვსე წელია ჩართულია eTwinning-ის ქსელში.

აღსანიშნავია, რომ eTwinning-ის მიზანია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა ქვეყნის სკოლებთან თანამშრომლობა, გამოცდილების ურთიერთგაზიარება, სწავლისა და სწავლების თანამედროვე მეთოდების დაუფლება, საკუთარი პროექტების შექმნა და ა.შ.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ eTwinning-ის პროექტებში მონაწილე მოსწავლეები თანამშრომლობენ უცხოელ თანატოლებთან, ხალისით ერთვებიან ერთობლივ კონფერენციებში, აკეთებენ პრეზენტაციებს, თამაშობენ Kahoot-ს, ამზადებენ სხვადასხვა რესურსებს, გაიმდიდრეს ლექსიკა, უფრო მეტად დაეუფლენ უცხო ენას, გახდნენ თავდაჯერებულნი.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება