სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა მესტიის N2, ნაკრისა და უშგულის საჯარო სკოლების მოსწავლეთა გუნდებმა ინტელექტუალურ თამაშში საპრიზო ადგილები გადაინაწილეს
10-04-2024
-
+


მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „რა? სად?როდის?- ევროპის შესახებ“ გაიმართა.

მასში სულ 13 გუნდი მონაწილეობდა. მათ შორის, დაბა მესტიის N2, უშგულისა და ნაკრის საჯარო სკოლების გუნდებიც. მოსწავლეებმა ცოდნა გამოავლინეს და ღირსეულად იასპარეზეს. 

დაბა მესტიის N2, ნაკრისა და უშგულის საჯარო სკოლების მოსწავლეთა გუნდებმა ინტელექტუალურ თამაშში საპრიზო ადგილები გადაინაწილეს. 

აღსანიშნავია, რომ თამაშში პირველი ადგილი, 17 ქულით, დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლამ, ხოლო მეორე ადგილი, 13 ქულით, ნაკრის საჯარო სკოლამ დაიკავა.

თამაშში,12 სწორი პასუხით, მესამე ადგილი დაიკავეს უშგულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. სკოლის გუნდის შემადგენლობაში იყვნენ VIII, X და XI კლასის მოსწავლეები: საბა ჩარქსელიანი, ირაკლი რატიანი, თამარ ნიჟარაძე, ნინო ნიჟარაძე, ნიკა რატიანი და მარიამ ღვაჩლიანი. მოსწავლეთა კოორდინატორი ვერიკო ავალიანი იყო.

გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. ინტელექტუალურ თამაშს ზაზა მანია უძღვებოდა.

უშგულის საჯარო სკოლის პედაგოგი ნონა რატიანი მოსწავლეებს საპრიზო ადგილის დაკავებას ულოცავს.

„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ გამარჯვებას! წარმატებები მომავალ ინტელექტუალურ თამაშებში! ეს ერთი და სხვა მრავალი! გამარჯვებას ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ, აგრეთვე პირველ და მეორე ადგილებზე გასულ გუნდებს“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება