| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, საგან „მე და საზოგადოების“, ფარგლებში განხორციელდა პროექტი: „ექიმი გირჩევთ“ და მასში ჩართული იყო მე-3 და მე-4 კლასი.
აღნიშნულ საგანში მოსწავლეებმა შეისწავლეს თემა - „ჯანსაღი ცხოვრება“.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ პროექტის განხორციელების მიზეზი იყო ის, რომ მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებისთვის ტიპიური სწავლება საკმარისი არ არის, ბავშვებს განსაკუთრებით ახალისებს და აინტერესებს სწავლა კეთებით.
აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა გაითავისეს ექიმის როლები, დაუსვეს კითხვები ექიმ მეგობრებს და პასუხებიც მიიღეს; გაითამაშეს სახალისო წარმოდგენები, შეასრულეს სიმღერა და მსმენელს მოუწოდეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვისკენ.
„ვფიქრობ, ღონისძიება საინტერესო და ნაყოფიერი გამოგვივიდა“, - აღნიშნა საგნის მასწავლებელმა ნაირა აფციაურმა.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას