| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა განწყობის ამაღლებას და მათთვის სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში აქტიურად იმართება მრავალფეროვანი ღონისძიებები და მათში მოსწავლეები დიდი სიხარულითა და სიამოვნებით ერთვებიან.
მათ შორის აღსანიშნავია, დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი საგაზაფხულო ღონისძიება, რომელშიც V-VI კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების: ნონა გეთიაშვილის და შორენა ვარაზაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარებმა თემატური ლექსებით, ჩანახატებით, სიმღერებითა და ცეკვებით უდიდესი სიყვარული გამოხატეს ქალბატონების მიმართ და მათ მარტის დღესასწაულები მიულოცეს.
ბავშვებმა განსაკუთრებული მადლობა ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაუხადეს და კიდევ მრავალი ღირსეული თაობის აღზრდა უსურვეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას