სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბარდნალის საჯარო სკოლის საზოგადოებამ სამშობლოს თავისუფლებას შეწირულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო
10-04-2024
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში, 9 აპრილს - უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, პატრიოტული ღონისძიება მიეძღვნა. 

„გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას, საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს!“ - ლადოს ამ უკვდავი სიმღერით, 9 აპრილის სისხლიან განთიადს ეგებებოდნენ ჩვენი გმირები!“, - ამ სიტყვებით, მოსწავლეები უკან, 35 წლის წინანდელ საქართველოში დაბრუნდნენ და გაიხსენეს ის ტრაგიკული მოვლენა, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენას დაედო საფუძვლად. 

9 აპრილს, სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი და მისი მოსწავლეები ცაგერში, 9 აპრილის მემორიალს, ტიტებითა და საყვარელ ნამოწაფართაგან, 1991 წელს ნაჩუქარი რელიქვიად ქცეული დროშით ეწვივნენ. 

აღსანიშნავია, რომ დირექტორსა და მოსწავლეებს, მემორიალთან დახვდნენ საამაყო ჩოხოსანი ბიჭები: ლუკა და ირაკლი და ნამოწაფარი, ქორეოგრაფი ბესარიონ ჩანქსელიანი, მერე კი, ინახულეს ლადო ასათიანის სკვერში უკვდავი „სალაღობოს“ ავტორის, მარადჭაბუკი პოეტის ბიუსტი. 

„დიდება სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლ გმირთა სახელებს! ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე!  ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავასა და მათთა მსგავსთა ნაოცნებარ საქართველოს შეგვასწროს ღმერთმა! დიდება წამებულ გმირებს! მადლობა თავისუფლებისთვის!“, - ამ სიტყვებით კი, სასკოლო საზოგადოებამ, დირექტორის ხელმძღვანელობით, კიდევ ერთხელ მიაგო პატივი სამშობლოსთვის თავგანწირულ გმირებს. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება