სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სენსომოტორიკის განვითარება და მეტყველების ფორმირების პროცესები ბავშვებში“- „ეიბიჯიეს“ აკადემიაში 60-საათიან ტრენინგზე რეგისტრაცია მიმდინარეობს
08-04-2024
-
+


„ეიბიჯიეს“ აკადემიაში არაფორმალური განათლების მიმართულებით, სხვადასხვა ტრენინგ-კურსი ტარდება, რომელთაც პროფესიონალი ტრენერები უძღვებიან. თითოეული კურსის ბოლოს კი, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

„ეიბიჯიეს“ აკადემიაში მეტყველების 60-საათიან პროგრამაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს. პროგრამის სრული დასახელებაა - „სენსომოტორიკის განვითარება და მეტყველების ფორმირების პროცესები ბავშვებში“.

აღნიშნული კურსი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვისაა განკუთვნილი. ესენი შეიძლება იყვნენ: მასწავლებლები, აღმზრდელები, მშობლები, სტუდენტები და ა.შ. ის ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება და კვირაში 2-ჯერ ჩატარდება. 

კურსის მიზანი ზოგადი ფსიქოლოგიის საფუძვლების, ბავშვის სენსომოტორული განვითარების, მეტყველების ფორმირების, ცნობიერება-შემეცნების, დასწავლის, მეხსიერების ფორმირების საწყის დონეზე შესწავლაა. 5 საკითხის შესწავლის შემდეგ, შუალედური გამოცდა მოეწყობა, რომელიც 1 საათის განმავლობაში გაგრძელდება. 

დასრულების შემდეგ კი, იურიდიული ძალის ორენოვანი სერტიფიკატი გაიცემა, რომელის გამოყენებაც დამხმარე საშუალებადაა შესაძლებელი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კურსზე დარეგისტრირება შესაძლებელია საგაზაფხულო უდიდესი ფასდაკლებით.

კურის ფარგლებში, განსახილველი საკითხები შემდეგია:

შეგრძნებები

  • სამყაროს სენსორული შემეცნება;
  • მხედველობის სისტემა;
  • სმენა;
  • ყნოსვა, გემო და შეხება.

აღქმები

  • შეგრძნებასა და აღქმას შორის არსებული განსხვავებები;
  • ყურადღების პროცესები;
  • აღქმის ორგანიზაციის პროცესები;
  • იდენტიფიკაცია და ცნობა.

ცნობიერება

  • ცნობიერების შინაარსი;
  • ცნობიერების ფუნქციები;
  • ძილი და სიზმარი;
  • ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობები.

დასწავლა

  • დასწავლის უნარის კვლევა;
  • კლასიკური განპირობებულობა;
  • ოპერანტული განპირობებულობა;
  • ბიოლოგია და დასწავლა.

მეხსიერება

  • სენსორული მეხსიერება;
  • ხანმოკლე და მუშა მეხსიერება;
  • ხანგრძლივი მეხსიერება და მისი სტრუქტურები;
  • მეხსიერების ბიოლოგიური ასპექტები.

შემეცნებითი პროცესები

  • შემეცნებითი პროცესების შესწავლა;
  • მეტყველება;
  • ვიზუალური შემეცნება;
  • პრობლემის გადაჭრა და აზროვნება;
  • მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება.

ინტელექტი

  • ინტელექტის თეორიები;
  • ინტელექტის პოლიტიკა;
  • შემოქმედებითობა.

განვითარება

  • ფიზიკური განვითარება;
  • კოგნიტური განვითარება;
  • ენის ათვისება;
  • სოციალური განვითარება;
  • გენდერული განვითარება;
  • მორალური განვითარება.

მოტივაცია

  • რა არის მოტივაცია;
  • კვება;
  • პიროვნული მიღწევის მოტივაცია;
  • მოთხოვნილებათა იერარქია.

ემოცია, სტრესი და ჯანმრთელობა

  • ემოციები;
  • სტრესი;
  • ჯანმრთელობის ფსიქოლოგია.

პიროვნება

  • პიროვნების ტიპისა და ნიშნის თეორიები;
  • ფსიქოდინამიკური თეორიები;
  • ჰუმანისტური თეორიები;
  • სოციალური დასწავლისა და კოგნიტური თეორიები;
  • სელფ თეორიები.

აღნიშნული კურსის შესახებ კიდევ უფრო მეტი დეტალის გასაგებად, იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება