სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ძიმითის საჯარო სკოლაში ეკოკლუბ „ვიტისის“ წევრებმა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
10-04-2024
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლის ცხოვრება მრავალფეროვნებით გამოირჩევა. 

2 აპრილს, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ეკოკლუბ „ვიტისის“ წევრებმა - სოფო დეკანოიძემ და ნინი მგელაძემ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს სკოლის პედაგოგებთან და კითხვა-პასუხის რეჟიმში ერთმანეთისაგან გამიჯნეს მითები და რეალობა აუტისტური სპექტრის შესახებ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე: დაახლოებით რა ასაკიდან არის შესაძლებელი აუტიზმის ნიშნების ამოცნობა? რატომ მოიაზრება, რომ აუტიზმს აქვს სპექტრი?

ასევე, შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს რამდენად ჭეშმარიტია აუტიზმის შესახებ გავრცელებული სხვადასხვა ინფორმაცია და სტერეოტიპებისგან განასხვავეს. 

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ 2007 წლის 18 დეკემბერს გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე, ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზებას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება