| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის პედაგოგები განსაკუთრებით ზრუნავენ მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო პროცესი შესთავაზონ და მათი მაქსიმალური ჩართულობა გამოიწვიონ.
ამჯერად, მე-5 კლასში ისკუი ეღუნიანმა ჩაატარა საინტერესო და შინაარსიანი გაკვეთილი ბუნებაში.
აღსანიშნავია, რომ საგაკვეთილო თემა იყო - „წარსულის შესწავლა ნამარხებით“.
გაკვეთილზე მოსწავლეებმა შეასრულეს პრაქტიკული სამუშაო - „დინოზავრის ჩონჩხის მოდელის შექმნა“. წყვილ-წყვილად აიღეს სქელი სადენი და პასტილი, ტირანოზავრის სხეულის აღდგენის ამსახველი ტექსტისა და სურათის დახმარებით შექმნეს დინოზავრის ჩონჩხი.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შედეგი აშკარა იყო, მოსწავლეებმა განაცხადეს ნამარხი ორგანიზმების მიხედვით დედამიწაზე გარკვეული ადგილის ისტორიული განვითარების შესახებ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა