სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„რამე ხომ არ გჭირდება?“ - გაიცანით ნელი ჭუმბურიძე, ქუთაისის N45 საჯარო სკოლის მასწავლებელი, რომლისთვისაც მოსწავლეთა ინტერესები უზენაესია
25-03-2024
-
+


ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მასწავლებლებიც, დირექციის მხარდამხარ, მუდმივად ცდილობენ, მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება.

სკოლის პოლიტიკაა - უკლებლივ ყველა ბავშვი სრულფასოვნად იყოს ჩართული საგაკვეთილო პროცესში და სხვათა შორის, პედაგოგიური საზოგადოება მოსწავლეებთან პოზიტიური ურთიერთობის ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორად გულწრფელობას ასახელებს.

აქედან გამომდინარე, პედაგოგები არც ერთ კითხვაზე პასუხს არ გაურბიან და ეს ნათლად ჩანს ბლიც-ინტერვიუში, რომელიც სპეციალურად etaloni.ge-სთვის შეიქმნა.

გთავაზობთ ქუთაისის N45 საჯარო სკოლის მასწავლებლის, ნელი ჭუმბურიძის პასუხებს:

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- მოსწავლეთა სიხარულისა თუ წუხილის თანაგანცდა (ემპათიის უნარი),
პროფესიისა და მოსწავლის უპირობო სიყვარული, მდიდარი და მიმზიდველი სასწავლო რესურსების შექმნისა და მიზნობრივად გამოყენების უნარი.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- მოსწავლეთა გააზრებულად და ორგანიზებულად ჩართვას სასწავლო პროცესში.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- დახმარება ხომ არ გჭირდება?

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- მივაქცევდი ყურადღებას იმ საგნების სიღრმისეულ შესწავლას, რომლებიც გამომადგებოდა არა მხოლოდ ჩაბარებისას, არამედ ცხოვრებაშიც და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის დროსაც.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები:

- სამართლიან, მონდომებულ, მოსიყვარულე მასწავლებლად.

- ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ:

- როგორც ყრუ ბავშვთა მასწავლებელს, მიმიღწევია მოსწავლეთა ცნობიერების, აზროვნებისა და მეტყველების იმ დონეზე განვითარებისათვის, რომ მათ თავისუფლად შესძლეს მეტყველ საზოგადოებასთან კონტაქტი და კარგად მოემზადნენ დამოუკიდებლი ცხოვრებისთვის.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- მიმეღო ისეთი განათლება, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების საშუალებას მომცემდა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება