| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლის დირექტორი მაია კოშმატაშვილი შრომისმოყვარე და მიზანდასახული პიროვნებაა. ის მოსწავლეებსაც ხშირად შთააგონებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მონდომება და პასუხისგემბლობის გრძნობა ნებისმიერ საქმეში. მისთვის აუცილებელია საკლასო ოთახში დისციპლინის დაცვა - თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა, სადაც თითოეული ბავშვის აზრს ექნება მნიშვნელობა. ამ ყოველივეს გათვალისწინებით სკოლაში დადებითი და მშვიდი გარემოა შექმნილი, რითაც დირექტორი ამაყობს.
სკოლის დირექტორი მაია კოშმატაშვილი etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- მოსიყვარულე, ხალისიანი, ორგანიზებული.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს ...
- თანასწორუფლებიანი გარემო, სხვისი აზრის მოსმენა და პატივისცემა.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- „ყოჩაღ, ძალიან კარგია!“
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ისევ ისეთი ძალისხმევით ვიმუშავებდი, როგორც 40 წლის წინ.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- ძალიან მშვიდი, გაწონასწორებილი, არასოდეს უწევს ხმას.
- ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- როცა, დამირწმუნებია რთული ქცევის მოსწავლე იმაში, თუ სინამდვილეში, რამდენად დიდი აზარტია, აკეთო კარგი საქმე, მიაღწიო წარმატებას და იყო კარგი ადამიანი.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- შევძლებდი თუ არა დასახული მიზნების განხორციელებას.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას