| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებისა და პედაგოგებისადმი სიყვარული და პატივისცემა ლამაზი ღონისძიებით გამოხატეს.
სკოლაში ჩატარდა ღონისძიება, რომელიც გაზაფხულის პირველ დღესასწაულებს - დედისა და ქალთა დღეებს მიეძღვნა. 1-ელი-მე-4 კლასის მოსწავლეებმა დედიკოებს მიუძღვნეს ლექსები, სიმღერები და ცეკვები, გაამხიარულეს მიწვეული სტუმრები და შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს.
ბავშვებმა დედებსა და პედაგოგებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს და სიამაყის საფუძველი კიდევ ერთხელ მისცეს.
„დედის დღე არის დღესასწაული, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად აღნიშნავენ. განსხვავებულია მისი აღნიშვნის თარიღებიც. „დედის დღეს“ ყველა ქვეყანაში თავისი ისტორია და ტრადიციები გააჩნია, თუმცა საერთო არის ის, რომ დედას ყველგან პატივს სცემენ და ულოცავენ კიდეც ამ დღეს ერთნაირად - ლექსებით, მისალოცი ბარათებით და საჩუქრებით“,- აღნიშნავენ სკოლაში და ბავშვებს საგნობრივ დისციპლინებთან ერთად სითბოსა და სიყვარულის გაზიარებას ასწავლიან.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას