| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა, პედაგოგ ნანა გიორგაძის ხელმძღვანელობით, განახორციელეს პროექტი - „დედის თვალებით ვხედავ სამყაროს“.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანი იყო დედის როლის გაცნობიერება და მისი მნიშვნელობის გააზრება.
პროექტი მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავდა და ყველაზე საყვარელი ადამიანებისადმი სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ემსახურებოდა.
მოსწავლეები პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულნი - შექმნეს მისალოცი ბარათები, დახატეს დედის პორტრეტი, მეტად ამაღელვებელი იყო აქტივობა - „ზარი დედასთან - „დე, მიყვარხარ“. ასევე მოეწყო დისკუსია, გაიმართა თემატური კონკურსი. მოსწავლეები შემოქმედებით აქტივობებშიც ჩაერთნენ საკუთარი ხელით დაამზადეს ხელოვნური თაიგულები, რომლებიც დედისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიართვეს მშობლებს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში თანამშრომლობითი და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა - ბმული1, ბმული2, ბმული3,„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას