სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დიდი ჭყონის N1 სკოლის მე-8 კლასელებმა საერთაშორისო პროექტზე იმუშავეს 
13-03-2024
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო, შემეცნებითი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც ბავშვები დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის მე-8 კლასში, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საერთაშორისო პროექტ-აქტივობა „ბავშვთა ქორწინების დასასრული“ (End Child Marriage Project) განხორციელდა. პროექტი ეკუთვნის ყველაზე ახალგაზრდა პაკისტანელ პოეტს - ანილა ბუხარს, რომელიც თავისი ლექსებით ნათელს ჰფენს კრიტიკულ სოციალურ საკითხებს - ბავშვთა უფლებებს.

მერვეკლასელებმა დაამზადეს პოსტერები წარწერით - „No More Bride, Just shine“. მათ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ინგლისურ ენაზე მოიძიეს საინტერესო ინფორმაციები. მოსწავლეებმა, ასევე ისაუბრეს ბავშვთა უფლებებზე და აღნიშნეს ამ მიმართულებით რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

„ხელოვნების, პოეზიის და ინტერაქტიული აქტივობების შერწყმით პროექტ-აქტივობა იქნება მძლავრი გზავნილი ბავშვთა ქორწინების წინააღმდეგ, რომელიც ემსახურება ცნობიერების ამაღლებას, საზოგადოების განათლებას, ქმედებების შთაგონებას და ცვლილებების ადვოკატირებას“, -აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში, საჭირო ცოდნა მიიღეს და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში წვლილი შეიტანეს.

„ჩვენ ერთად შეგვიძლია განვასხვავოთ და უზრუნველვყოთ, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს განათლება, იბრწყინოს და იცხოვროს ბავშვთა ქორწინებისგან თავისუფალი ცხოვრებით“, - ამბობენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება