სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნახშირღელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქეს 
13-03-2024
-
+


გაზაფხულის შემობრძანება და დედის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ​ ნახშირღელის საჯარო სკოლაში. განსაკუთრებით დაწყებითი კლასების მოსწავლეები აქტიურობდნენ. მთელი კვირის განმავლობაში ამზადებდნენ აპლიკაციებს გაზაფხულის თემაზე, დიდი სიყვარულით ქმნიდნენ მისალოც ბარათებს, აფერადებდნენ, აწებებდნენ და ბოლოს თავიანთი ხელით, გულიდან ამოსული მოსაფერებელი სიტყვებით მოუქარგეს ლამაზად თავიანთ დედიკოებს და პედაგოგებს.

„გაზაფხული შემოსულა ლენ,..“ ეს სიტყვები გასდევდა ლაიტმოტივად მეორეკლასელთა ღონისძიებას. მათ ცოცხალი ყვავილებითა და ფერადი აპლიკაციებით მორთეს დერეფანი, იქვე წარმოთქვეს ლექსები და სიმღერები დედაზე, ჩაწერეს მისალოცი ვიდეორგოლი, სადაც დედებს ხოტბა შეასხეს და აღნიშნეს -  თუ რა სიტყვებს ეტყოდნენ და როგორ მიულოცავდნენ ისინი ამ დღეს თავიანთ დედიკოებს. მათ სხვა მოსწავლეებიც შეუერთდნენ.

„დედავ ცხოვრების დიდო საწყისო, დედავ ცხოვრების ბურჯო მაგარო“ - ეს სიტყვები კი პირველკლასელთა სცენას ამშვენებდა მათ მიერ დამზადებულ ფერად ყვავილებთან ერთად.

პატარებმა ისაუბრეს, იმსჯელეს გაზაფხულის საოცარ თვისებაზე, სიცოცხლის დაბრუნებასა და აღმოცენებაზე, შეასრულეს მუსიკალური ნომრები. მათ მესამეკლასელებიც შეუერთდნენ.

„შვილის თვალებში მზე თუ იცინის, დედისთვის მუდამ გაზაფხულია“ - ეს სიტყვები კი მეოთხეკლასელთა საკლასო ოთახს ამშვენებდა. ამ თემაზე მათ არაერთი ლექსი, სიმღერა და მისალოცი სიტყვები წარმოთქვეს. გამოთქვამდნენ მადლიერებას მზრუნველ დედიკოებზე, ბებოებზე, აღმზრდელ მასწავლებლებზე და ეს დღე საერთო დღესასწაულად უქციეს ყველა იქ მყოფ ქალბატონს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება