სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 სკოლის ხელმძღვანელი ფაქიზო ფანჩულიძე და სკოლის პროფკავშირის თავჯდომარე ინგა არაბიძე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრნენ
12-03-2024
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე თანამედროვე სწავლების მეთოდებს აქტიურად ეცნობა და სკოლაში ნეგავს. 

ხელმძღვანელი და სკოლის პროფკავშირის თავმჯდომარე ინგა არაბიძე, 9 მარტს, საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფებოდნენ. 

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ორგანიზატორი გახლდათ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირი. კონფერენციის თემა კი - „დანიური წარმატებული პრაქტიკის დანერგვა საქართველოს სკოლებში მომავალი განვითარებისთვის“, იყო.

აღსანიშნავია, რომ კონფერენცია გახსნა პედაგოგთა პროფკავშირის პრეზიდენტმა - მაია კობახიძემ და იასპერ ჰოლმა - დანიური უმაღლესი საფეხურის ეროვნული პროფკავშირის განათლების ექსპერტმა.

თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევების შესახებ კონფერენციაზე ვრცლად ისაუბრა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა.

ასევე საინტერესო იყო გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის იესპერ მოლერის გამოსვლა. ამის შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე - „განათლება ჩვენი მომავლის წარმატებაა“. 

კონფერენციაზე ქართველმა პედაგოგებმა საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს დანიური სასწავლო მეთოდების შესახებ.

კონფერენციაზე, მაია კობახიძემ საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებაც გამოყო და აღნიშნა:  „ვფიქრობთ, აღნიშნული კონფერენცია სპმთპ-ის  კიდევ ერთი განცხადებაა იმისა, რომ პროფესიონალი მასწავლებლები აძლიერებენ, როგორც სასწავლო პროცესს, ასევე თანამედროვე პროფკავშირსაც და რომ ევროპული სტანდარტების დანერგვა, დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბება, ქართველ მასწავლებელთა დაახლოვება ევროპულ ფასეულებებთან, დასავლური წარმატებული პრაქტიკის გაზიარება სწავლა-სწავლების პროცესში ხარისხის ამაღლებისათვის“, - სწორედ ამ იდეას ემსახურებოდა საერთაშორისო კონფერენცია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება