| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-3ა კლასში, საინტერესო პროექტის - „დედაშვილობის ამბები“, შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება 4 მარტს, კლასის დამრიგებლის ი. კოჭბიანის ხელმძღვანელობით მოეწყო.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ორი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ აღნიშნულ პროექტზე, სამუშაო პროცესში მოსწავლეებმა გაიხსენეს მათთვის მნიშვნელოვანი ამბები დედასთან დაკავშირებით.
მოსწავლეებმა ასევე, გაიხსენეს შესწავლილი ნაწარმოებები დედაშვილობაზე, ისაუბრეს დედის წვლილზე, მნიშვნელობაზე და როლზე მათ ცხოვრებაში. იმ უდიდეს, უპირობო და შეუდარებელ სიყვარულზე, რასაც „დედაშვილობა“ ჰქვია.
აღსანიშნავია, რომ პატარებმა იგივე თემაზე ისაუბრეს დედებთანაც, გაიხსენეს უცნაური, ემოციური და ამაღელვებელი ისტორიები და შექმნეს საკუთარი დედაშვილობის თითო ამბავი, რომლებიც გაკვეთილზე წაიკითხეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ამბის შექმნის კრიტერიუმებიც გაიხსენეს და თავიანთი ნაწერები მოარგეს, ბოლოს კი შეაფასეს საკუთარი და ერთმანეთის ნამუშევრები. გაითვალისწინეს შენიშვნები და ნამუშევრებს მისცეს საბოლოო სახე.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, განსაკუთრებით ემოციური და ამაღელვებელი იყო მოსწავლეთა ამბების მოსმენა.
მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერა დედაზე, სასკოლო საზოგადოებამ დედაშვილის მიერ შესრულებული სიმღერაც მოისმინეს და შთაბეჭდილებებით აღივსნენ.
ღონისძიების ბოლოს, ბავშვებმა დედიკოებს გადასცეს ხელოვნების გაკვეთილზე ფერადი ქაღალდებისგან შექმნილი თაიგულები, მისალოცი ბარათები და დღესასწაული მიულოცეს.
დედებმა, შვილებისგან დაიმსახურეს „საუკეთესო დედის“ სიგელები.
ღონისძიებას მშობლებთან ერთად ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, დირექტორის მოადგილე და სხვა მასწავლებლები.
„ღონისძიების მიმდინარეობისას მშობლების თვალებზე სიხარულის ცრემლები კიაფობდა“, - გვიყვებიან სკოლაში წარმოდგენაზე, რომელმაც უემოციოდ არავინ დატოვა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას