სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N36 სკოლის მოსწავლეთა დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი დაუვიწყარი ღონისძიება 
12-03-2024
-
+


ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში სხვადასხვა დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლაში, მე-4 კლასელების მონაწილეობითა და პედაგოგ დ. ლურსმანაშვილის ხელმძღვანელობით, დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიება მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული, სადაც მოსწავლეებმა დედებს, მასწავლებლებს, ბებიებს მარტის დღესასწაულები ლექსებით, ლამაზი სიტყვებით, სიმღერებით მიულოცეს. მათ ასევე აღნიშნეს მათი ღვაწლი, ზრუნვა და ამაგი.

„პატარები დამსწრე საზოგადოებას დაჰპირდნენ რომ ქცევითა და სიბეჯითით დააფასებდნენ მათ ამაგს“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ასევე წარმადგინეს ნაწყვეტი რ. ინანიშვილის მოთხრობიდან „დედა“, სადაც ასაკის მიუხედავად ნათლად ჩანს დედის მზრუნველობა შვილის მიმართ.

ამ დღეს, როგორც გვიყვებიან, ახლდა ბედნიერებისა და სიამაყის ცრემლები. დამსწრე საზოგადოება ღონისძიებით აღფრთოვანებული დარჩა.

„სიტყვები არ მყოფნის იმ გრძნობის გადმოსაცემად რაც ამ წუთებში ვიგრძენი, კიდევ მეტად ვიგრძენი დედა-შვილობის უსათუთესი და უნაზესი გრძნობა“- აღნიშნა მშობელმა.

ეს დღე იქ მყოფ საზოგადოებას დიდხანს დაამახსოვრდება.

„დედა ქვეყნის მომავალი და ფუძემდებელია. მასზეა დამოკიდებული ერის სიძლიერე და ქვეყნის მომავალი. აღიზარდეთ ღირსეულ საქართველოში ღირსეულ შვილებად. დედაშვილობას დაგილოცავთ, ბედნიერი შვილების ბედნიერი დედები ყოფილიყავით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სამეთვალყურეო საბჭოს ახალი ფუნქციები დაემატა

აღმზრდელებისთვის ახალი სამნაწილიანი გზამკვლევი შემუშავდა

საგამოცდო ცენტრებში ვიდეოკამერებს ამონტაჟებენ - NAEC პირველი გამოცდას 2 ივლისს ჩაატარებს 

მასწავლებლების სახლი სპეცმასწავლებლებისა და პედაგოგებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

ყველაფერი, რაც პირველ გამოცდამდე უნდა გაიგოთ - ბოლო რეკომენდაციებს აბიტურიენტებს გააცნობენ

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეებმა სცენაზე ლუი ამსტრონგის, ივანე და ზაქარია ფალიაშვილების, ასევე ჩინელი ბიჭის იუნსუს შთამაგონებელი ცხოვრება გააცოცხლეს

დავალებაზე მუშაობისას მოსწავლეებმა მოიძიეს საინტერესო ინფორმაცია

მოსწავლეებმა კომპლექსურ დავალებაზე ხალისითა და დიდი ინტერესით იმუშავეს, კლასში კი შთამბეჭდავი პრეზენტაციები წარადგინეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება