სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„კიბერბულინგი და სიძულვილის ენის პრევენცია სასკოლო საზოგადოების ჩართულობით“ - საინტერესო პროექტი ქუტირის საჯარო სკოლაში 
12-03-2024
-
+


აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლაში აქტიურად მუშაობს სამოქალაქო კლუბი - „მომავლის თაობა“, რომელიც სასკოლო საზოგადოებას არაერთ საინტერესო ინიციატივას სთავაზობს. 

მათ შორის აღსანიშნავია, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტი - „კიბერბულინგი და სიძულვილის ენის პრევენცია სასკოლო საზოგადოების ჩართულობით“. 

აღსანიშნავია, რომ პროექტი მიმდინარეობდა 2023 წლის 7 ოქტომბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით და მას, სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელმა, ირინა უგულავამ გაუწია ორგანიზება. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ფარგლებში, გამართულმა აქტივობებმა: კვლევამ; საინფორმაციო შეხვედრებმა, რომლებიც განხორციელდა კიბერბულინგის ცნობადობის დონის ასამაღლებლად; აღნიშნულ თემაზე ფილმის ჩვენებამ; საინფორმაციო ბროშურებისა და პოსტერების დამზადებამ; მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილმა პრეზენტაციებმა და სხვა მრავალფეროვანმა აქტივობებმა, გაზარდა სასკოლო საზოგადოების ინფორმირება კიბერბულინგის და მისი ფორმების შესახებ.

მოსწავლეებში გაიზარდა ინფორმაციის მოძიების, კვლევის პრეზენტაციის, პასუხისმგებლობის, თვითშემეცნებისა და თანამშრომლობის უნარები.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტის ფარგლებში, რაც მთავარია მოსწავლეებმა გაიაზრეს, როგორ უნდა მოიქცნენ და ვის მიმართონ კიბერბულინგის შემთხვევაში, არ მოერიდონ აღნიშნულ ფაქტზე საუბარს.

პროექტი იყო ნაყოფიერი და საბოლოოდ, დასახული მიზანიც მიღწეულ იქნა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება