| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თელავის N5 საჯარო სკოლაში კარიერულ წინსვალასა და განვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებლები ასწავლიან. ისინი სხვადასხვა კონფერენციასა და საგანმანათლებლო აქტივობაში წარმატებით მონაწილეობენ.
მათ შორისაა სკოლის მოქალაქეობის მასწავლებელი ზეინაბ კაკალაშვილი. ის კონფერენციის „EdCamp Georgia 2024“ ერთ-ერთი მომხესენებელი გახლდათ. პედაგოგმა აღნიშნულ კონფერენციაზე წარადგინა თემა: „მოსწავლეთა თვითმმართველობის გაძლიერება სკოლის დემოკრატიული ფუნქციონირებისათვის“.
მეორე ეროვნული კონფერენცია „EdCamp Georgia 2024“, 2-3 მარტს, ბათუმში გაიმართა.
შეხვედრა ინტერაქციული, სიახლეებით სავსე, წარმატებული, მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გამოვიდა.
„გავეცანით სწავლა-სწავლების ინოვაციურ მეთოდებს. ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხის პედაგოგებმა დავგეგმეთ სამომავლო თანამშრომლობა. ღონისძიებას უცხოელი და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან განათლების 300-ზე მეტი სპეციალისტი დაესწრო. მეორე ეროვნული კონფერენციის პირველი დღის თემა გახლდათ: „მასწავლებელი - ინოვაციური სწავლების გზამკვლევი“. მეორე დღე დაეთმო პროფესიული სწავლების დანერგვას სკოლებში“, - გვიყვება პედაგოგი.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, EdCamp საერთაშორისო საგანმანათლებლო ინიციატივაა და მიზნად ისახავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, გამოცდილებების გაზიარებას და სკოლებში ინოვაციურ/ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის პროცესის გამარტივებას.
აღსანიშნავია, სკოლაში, როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას