სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N133 საჯარო სკოლის მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების მატარებელი ღონისძიება
12-03-2024
-
+


თბილისის N133 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას დიდი მნიშვნელობა ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა საბჭოთა ოკუპაციის დღე, რომელსაც კვირეული მიეძღვნა. 

თებერვლის ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამოქალაქო განათლების კლუბის ორგანიზებით გაიმართა შემოქმედებითი ღონისძიება - „შემოდიოდა სიკვდილი ცელით … “.

მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეები ემოციური ნომრებით წარდგნენ მაყურებლის წინაშე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ხორუმის ცეკვით გაიხსნა ეს პატრიოტული სულისკვეთების მატარებელი ღონისძიება, გაგრძელდა ფანდურის ტკბილხმიანობით, მინი დადგმებში სკოლის საოცრად ყოჩაღმა მოსწავლეებმა თებერვლის ოკუპაციის გმირების - ახალგაზრდა იუნკერების, მოხალისე მედდა მარო მაყაშვილისა და ჩვენი გმირი მეჭურჭლეთუხუცესი ექვთიმე თაყაიშვილისა და მისი არანაკლებ გმირი მეუღლის ნინოს ისტორიები და მათი შინაგანი ემოციები გააცოცხლეს.

ნიჭიერი მოსწავლეების გულწრფელობამ და არტისტულობამ მაყურებელს ცრემლი მოჰგვარა.

„წითელი ყაყაჩოების ფონით და მთავარი სათქმელით დასრულდა ღონისძიება - ჩვენი სამშობლო მაინც აღსდგა, მაინც გაძლიერდა და სულ ასე იქნება, მარად იდგება ფეხზე მრავალჭირნახული ჩვენი ქვეყანა“,-გვიყვებიან სკოლაში. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა სამოქალაქო განათლების პედაგოგი ანა ურუშაძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება